ახალი ამბები

პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის – ზურაბიშვილი

18 ივლისი, 2021 •
პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში განვიტარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის.

“[ხვალ] ბათუმს ევროპული საბჭოს და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების – უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ეწვევიან,

ამ მნიშვნელოვანი დღის წინ კი, საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ზოგადად მიუღებელია.

ნებისმიერ შემთხვევაში, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში, რომელიც ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო საფუძველს და რომელიც უნდა იყოს მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის საშუალება.

“რაც შეეხება მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმის გაწყვეტას, ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ხვალ 19 ივლისს უკრაინისა და მოლდოვის ლიდერები საქართველოსთან ერთად ხელს მოაწერენ ევროპული ინტეგრაციის ერთობლიც დეკლარაციას.

დღეს 18 ივლისს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მოსმენა ჩაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი