ახალი ამბები

“დაბრალებას არ ვიყოთ, რა ძალადობა? …თინასთან ვწუხვარ” – შალვა პაპუაშვილი

18 ივლისი, 2021 • 4511
“დაბრალებას არ ვიყოთ, რა ძალადობა? …თინასთან ვწუხვარ” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან შალვა პაპუაშვილი, რომელმაც დღეს პარლამენტის სხდომათა დაბრაზის მთავარი ტრიბუნისკენ მიმავალი თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით შეაკავა, რიტორიკულ კითხვას სვამს – “რა ძალადობა?”.

“დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?

ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში. ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე და პარლამენტზე.

ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.

სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ. თინასთან ვწუხვარ”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ისინი მიმართავენ პარლამენტის ეთიკის საბჭოს, “რათა შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს, მათ მიერ თინა ბოკუჩავას წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის გამო, შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება.”

ინციდენტის კადრებს ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

დღეს, 18 ივლისს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მოსმენა ჩაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი