ახალი ამბები

თუ გინდათ სხდომა გაგრძელდეს, გთხოვთ, ბანერი ჩამოხსნათ – ზარქუა ჟურნალისტებს

18 ივლისი, 2021 • 1080
თუ გინდათ სხდომა გაგრძელდეს, გთხოვთ, ბანერი ჩამოხსნათ – ზარქუა ჟურნალისტებს

საქართველოს პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეკრებილ ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა, რომ სხდომის გასაგრძელებლად ჩამოეხსნათ საპროტესტო ბანერები.

დღეს, პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 5 ივლისის მოვლენებსა და პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ უნდა მოუსმინონ, თუმცა სხდომა ამ დრომდე შეჩერებულია.

“დასაჯეთ მოძალადეები”, “აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა” – დღეს ამ წარწებით პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჟურნალისტებმა პლაკატები გადმოფინეს.

მანამდე ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლის დაწყების საშუალება არ მისცეს და “ტვ პირველის” გარდაცვლილი ჟურნალისტის ლექსო ლაშქარავას სურათები გაშალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი