ახალი ამბები

პარლამენტმა 52 წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე არ შეუწყვიტა

18 ივლისი, 2021 • 1604
პარლამენტმა 52 წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე არ შეუწყვიტა

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე 52 წევრს უფლება-მოსილება ვადაზე ადრე არ შეუწყვიტა.

კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე ადრე უწყდება, იმ შემთხვევაში თუ მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში რამდენიმე თვე არ მონაწილეობდნენ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ “არსებული პოლიტიკური კონტექსტის” გათვალისწინებით იმოქმედა და არ დაუჭირა მხარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, თუმცა სამი დეპუტატის, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში, ქართული ოცნება მომავალში მხარს დაუჭერს მათი უფლებამოსილების შეწყვეტას, თუ ისინი კვლავ მოითხოვენ ამას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი