ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 13 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 466 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 800 კვლევა ტესტით, მათ შორის, 18 765 კვლევა ანტიგენის ტესტით, 16 035 კი -PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.67%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 980,
- აჭარა – 118,
- იმერეთი – 155,
- ქვემო ქართლი – 96,
- შიდა ქართლი – 48,
- გურია – 13,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 72,
- კახეთი – 94,
- მცხეთა-მთიანეთი – 39,
- სამცხე-ჯავახეთი – 20,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 888 , საიდანაც 4 001 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 780, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 384 387-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 5 516 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 957-მდე.