ახალი ამბები

“ფაიზერზე” ყველა ჯავშანი შეივსო

14 ივლისი, 2021 • 2380
“ფაიზერზე” ყველა ჯავშანი შეივსო

14 ივლისის 20:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით “ფაიზერის” წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ყველა გამოცხადებული ჯავშანი დაკავებულია.

აღნიშნული ვაქცინის 28 000 დოზა საქართველოში დღეს, 14 ივლისს ჩამოვიდა და რეგისტრაციაც დაიწყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პორტალი 15:00 საათზე უნდა გახსნილიყო, ის რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა რის გამოც, მოქალაქეების ნაწილმა რეგისტრაცია ვერ მოახერხა.

ხარვეზს ჯანდაცვის სამინისტროში მაღალ მიმართვიანობას უკავშირებენ. ამ ეტაპზე ჯავშნები გახსნილი იყო 16-22 ივლისის პერიოდზე. აღნიშნული პრეპარატით აცრა შესაძლებელია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ქვეყანაში შემოსული 28 000 დოზით 14 000 მოქალაქის ორჯერადად აცრა იგეგმება. დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კომპანიას ვალდებულება აქვს აღებული საქართველო ვაქცინების კონტრაქტით გათვალისწინებული მილიონი დოზით ეტაპობრივად, თუმცა უწყვეტად მოამარაგოს.

შესაბამისად, ტიკარაძე აცხადებს, რომ აღნიშნული დოზების ამოწურვის შემდეგ, უახლოეს პერიოდში “ფაიზერის” ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა.

booking.moh.gov.ge არ მუშაობს – რას ჰყვებიან მოქალაქეები, ვინც ფაიზერზე ვერ დარეგისტრიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი