ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაგლოევმა ბიბილოვი ე.წ. რეფერენდუმის თარიღის ჩანიშნვის გამო გააკრიტიკა, თუმცა იდეას ემხრობა

14 მაისი, 2022 • 1805
გაგლოევმა ბიბილოვი ე.წ. რეფერენდუმის თარიღის ჩანიშნვის გამო გააკრიტიკა, თუმცა იდეას ემხრობა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა ალან გაგლოევმა ჯერ კიდევ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის თარიღის ჩანიშვნის გამო გააკრიტიკა.

როგორც გაგლოევის ამბობს, რუსეთთან შეერთების იდეას თავადაც მხარს უჭერს, თუმცა „სხვა საკითხია, დადგა თუ არა ახლა ის ისტორიული მომენტი, როდესაც აუცილებელია რეფერენდუმის მოწვევის შესახებ განკარგულების გამოცემა და მისი ჩატარების დაჩქარება“.

გაგლოევის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომა არ შეუთანხმა მას თარიღი ბიბილოვმა, რადგან იცოდა, რომ ე.წ. რეფერენდუმისთვის მთელი რიგი ღონისძიებები მან უნდა გაატაროს,  „მით უმეტეს, საკადრო ცვლილებების პერიოდში“.

„ფიქრობდა ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხზე და მის შედეგებზე? ჩემი მხრივ, მინდა დავარწმუნო სამხრეთ ოსეთის – ალანიის სახელმწიფოს მოსახლეობა, რომ ჩემი ქმედებები გამოცხადებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით იქნება მიმართული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვაზე, კონსულტაციების გამართვასა და რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებების იმპლემენტაციაზე“, – განაცხადა გაგლოევმა.

ამავდროულად, გაგლოევს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, არის თუ არა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების თარიღი რუსეთის ფედერაციასთან.

„ჩნდება კითხვა – უწევდა თუ არა კოორდინირებას ბიბილოვი თავის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილ პირებთან. იმედი მაქვს, რომ ეს ასეა, თორემ 1992 წლის რეფერენდუმის ბედი შეიძლება განმეორდეს.

ვისაც დაავიწყდა, შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, რუსეთთან შეთანხმების გარეშე, ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში გაერთიანების რეფერენდმები გაიმართა. გავიდა რვა წელი და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს მიზანს“, – განაცხადა ბიბილოვმა.


სამხრეთ ოსეთის ჯერ კიდევ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა [ბიბილოვს ინაუგურაციის შემდეგ ალან გაგლოევი, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი შეცვლის] ხელი მოაწერა  განკარგულებას რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე. ინფორმაციას სააგენტო რეს-ი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრნობით ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, რეფერენდუმზე კითხვა შემდეგნაირად იქნება დასმული: “უჭერთ თუ არა მხარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?”

ცხინვალის ცნობით, რეფერენდუმი 2022 წლის 17 ივლისს დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი