ახალი ამბები

ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 ათასი დოზაა შემოსული – გამყრელიძე

14 ივლისი, 2021 • 1068
ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 ათასი დოზაა შემოსული – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ფაიზერის 28 ათასი დოზა ჩამოვიდა.

როგორც გამყრელიძე ჟურნალისტებთან განმარტავს, ქვეყანამ „ფაიზერი“ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო და ეს პირველი პარტიაა. უწყება ვარაუდობს, რომ ივლისის თვეში, ყოველ კვირაში შემოვა დამატებით პარტიები – „ამ წლის განმავლობაში მილიონამდე დოზა შემოვა,“.

„ამ ეტაპზე შემოსულია 28 ათასი დოზა, რომელიც გაიყოფა 2 ნაწილად. მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება 3 კვირის შემდეგ, ამიტომ ყველას, ვინც პირველი დოზით აიცრა, მეორეც გარანტირებულად შეხვდება.

ჯავშნის ასაკი ამ ეტაპზე იქნება 18 წელს ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაყწვეტილება უკვე არსებობს, რომ ასაკი დაიწევა „ფაიზერზე“ – 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ“, – აცხადებს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე „ფაიზერით“ აცრიან იმ კლინიკებში, ვისაც ამის გამოცდილება მანამდე ჰქონდა. ქვეყნის მასშტაბით სულ ასეთი არის შვიდი კლინიკა, თუმცა მათი რიცხვი ივლისსა და აგვისტოში გაიზრდება.

“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია

მასალების გადაბეჭდვის წესი