ახალი ამბები

“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია

14 ივლისი, 2021 • 6437
“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია

pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერით” იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ”Pfizer”-ით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

“ფაიზერის” ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა  21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერით” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინური ვაქცინებით — “სინოფარმით” და “სინოვაკით” — იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ. “ფაიზერით” იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შემდეგ 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ:

  1. „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“
  2. „კავკასიის მედიცინის ცენტრი“
  3. „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“
  4. „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“
  5. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“,
  6. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“
  7. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

ჯანდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციის, რა რაოდენობის “ფაიზერის” ვაქცინა ჩამოვიდა ქვეყანაში და რა გზებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი