ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 11 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 996 კვლევა ანტიგენის ტესტით, 14 121 კი – PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.0% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.26%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 136,
- აჭარა – 98,
- იმერეთი – 164,
- ქვემო ქართლი – 104,
- შიდა ქართლი – 56,
- გურია – 11,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64,
- კახეთი – 115,
- მცხეთა-მთიანეთი – 54,
- სამცხე-ჯავახეთი – 32,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610, საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 728 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 180 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 379 673-ს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 5 479 პირი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე.