ახალი ამბები

რიში და კინზინგერი გმობენ ძალადობას საქართველოში

13 ივლისი, 2021 •
რიში და კინზინგერი გმობენ ძალადობას საქართველოში

ანი ჩხიკვაძე, ქართლოს შარაშენიძე/”ამერიკის ხმა”

შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში, “ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“ჟურნალისტებზე, ტურისტებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები საქართველოში დასაძრახია. ვლოცულობ ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის — ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე, უნდა მიეცენ პასუხისგებაში. კანონის უზენაესობა ეხმარება მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს”, — აცხადებს ის.

“საქართველოს მთავრობამ უკეთ უნდა დაიცავს თავისუფალი შეკრებისა და თავისუფალი სიტყვის კონსტიტუციური უფლებები, ასევე, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება, როცა ამ უფლებით სარგებლობენ. ხალხი, ვინც ხელს უშლის ამ უფლებით სარგებლობას, კანონის სრული ძალით უნდა დაისაჯოს. ეს საქართველოსთვის პოლიტიკურად რთული დროა, ძალადობა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. ნებისმიერი ძალადობა უნდა შეწყდეს”, — განუცხადა სენატორმა “ამერიკის ხმას”.

“ამერიკის ხმასთან” საუბარში მომხდარს გამოეხმაურა კონგრესმენ ადამ კინზინგერის ოფისიც. წერილობით განცხადებაში კონგრესმენი წერს:

“კონგრესმენი აღშფოთებულია ძალადობით, რომელიც სიკვდილით დასრულდა, და ის მოუწოდებს ყველა მხარეს, შეინარჩუნოს სიმშვიდე. მათ, ვინც დააკავეს, პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულებზე. ის იმედოვნებს,რომ  სასამართლო იქნება დამოუკიდებელი”, — განუცხადა კონგრესმენის ოფისმა “ამერიკის ხმას”.

შეერთებულ შტატებში, კონგრესში, შეფასებები მოჰყვა 11 ივლისს ჟურნალისტის, ლექსი ლაშქარავას გარდაცვალებას. ლაშქარავა 5 ივლისს 20-ზე მეტმა ადამიანმა ჯგუფურად ცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი