ახალი ამბები

შეწყვიტეთ ჩემი და ჩემნაირი მოქალაქეების ევროკავშირითა და ამერიკით დაშინება — წულუკიანი

12 ივლისი, 2021 • 1105
შეწყვიტეთ ჩემი და ჩემნაირი მოქალაქეების ევროკავშირითა და ამერიკით დაშინება — წულუკიანი

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ჟურნალისტებს მიმართავს, რომ მისი და საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირით და ამერიკით დაშინება შეწყვიტონ. ამის შესახებ მან დღეს, 12 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერად წარადგინეს.

“თქვენ არ ხართ მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია, თქვენ ხართ ის ტელევიზია, რომელიც ცდილობს, რომ რეალობა წარმოაჩინოს განზრახ სხვაგვარად, ანუ დეფორმირებულ რეალობას გადასცემს ხოლმე[…] პრემიერის 5 ივლისის განცხადება გაქვთ ამოჩემებული [… ] შეწყვიტეთ ჩემი  და საქართველოს, შეწყვიტეთ ჩემი და ჩემნაირი საქართველოს სხვა მოქალაქეების, ამ ქვეყნის ძალიან დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით, რადგან ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ჩვენს ორიენტაციას, ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია”, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი