ახალი ამბები

ლექსო ლაშქარავა ოთახში დედამ იპოვა გარდაცვლილი — ნოდარ მელაძე

11 ივლისი, 2021 • 3237
ლექსო ლაშქარავა ოთახში დედამ იპოვა გარდაცვლილი — ნოდარ მელაძე

ტვ “პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ტელეარხის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარმა დედამ იპოვა გარდაცვლილი.

“ლექსო იყო ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკად ნაცემი. კლინიკიდან გამოწერის მერე ბოლოს პარასკევს ვნახე. თქვა, რომ ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რადგან სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული. დედა როგორც ჰყვება, გუშინ საღამოს როცა დაბრუნდა სახლში, ჩვეულებრივ დაიძინაო. ოთახში დღეს დილით შევიდა დედა და უნდა ეთხოვა ძაღლის გასეირნება. ლექსო უკვე იყო გარდაცვლილი”, — უთხრა ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი