ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს რკინიგზის ოპერატორებმა ეფექტური მომსახურების ტრენინგი გაიარეს

9 ივლისი, 2021 • 872
საქართველოს რკინიგზის ოპერატორებმა ეფექტური მომსახურების ტრენინგი გაიარეს

საქართველოს რკინიგზის ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანის“ თანამშრომლებმა ერთთვიანი ტრენინგი გაიარეს.

ქოლ ცენტრის ოპერატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს სასწავლო დაწესებულების ტრენერებმა გადაამზადეს.

ეფექტური მომსახურება და კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები – ტრენინგი ამ საკითხებს დაეთმო. რკინიგზის თანამშრომლები მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს და კონფლიქტური სიტუაციების მართვის პრინციპებს გაეცნენ. სწავლების დასრულების შემდეგ, მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი