ახალი ამბები

ქუთაისში “სირცხვილიას” ოფისის ფანჯარა ჩაამსხვრიეს

9 ივლისი, 2021 • 779
ქუთაისში “სირცხვილიას” ოფისის ფანჯარა ჩაამსხვრიეს

ქუთაისში მდებარე “სირცხვილიას” ოფისს ქვა ესროლეს და ფანჯარა ჩაამსხვრიეს. შემთხვევა გუშინ, 8 ივლისს, მოხდა.

როგორც “სირცხვილიას” წარმომადგენლები ამბობენ, ოფისზე თავდასხმა გვიან ღამით მოხდა და იმ დროისთვის შენობაში არავინ იყო. მოძრაობის წევრები ქუთაისის ოფისზე თავდასხმას 5 ივლისს თბილისში გამართული ძალადობრივი აქციის გაგრძელებად აღიქვამენ, რა დროსაც თავს “სირცხვილიას” თბილისის ოფისსაც დაესხნენ.

“99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ან ეს არის იმ აგორებული სიძულვილის გამოძახილი, სადაც მღვდლები მოგვიწოდებდბნენ, რომ სიწმინდისთვის იძალადეთო, ან პირადპირ ვიღაც სუს-ის მოცლილი, რომელმაც ნახევარ ბოთლ რაღაცაზე გაცვალა იქ მყოფი ადამიანების სიმშვიდე”, – განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა “ტვ პირველთან”.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.