ახალი ამბები

ლალიაშვილმა “იმედის” მენეჯმენტში პოზიცია შეიცვალა

8 ივლისი, 2021 • 2950
ლალიაშვილმა “იმედის” მენეჯმენტში პოზიცია შეიცვალა

ნიკა ლალიაშვილი ტელეკომპანია “იმედის” გენერალური დირექტორი აღარ იქნება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დაიკავებს, გენ. დირექტორის თანამდებობას კი მაკა ლომიძე ჩაიბარებს.

“ახალი დირექტორი თანამშრომლებს დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. მაკა ლომიძეს სხვადასხვა ტელევიზიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 19-წლიანი გამოცდილება აქვს.

ის არხის მართვასა და მისი პოლიტიკის განსაზღვრას უკვე დღეიდან შეუდგა, ნიკა ლალიაშვილმა კი აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დაიკავა”, — წერს ტელეკომპანია.

ტელეკომპანია “იმედში” მისვლამდე ლომიძე “TV პალიტრანიუსში” გენერალურ პროდიუსერად საქმიანობდა.

ნიკა ლალიაშვილი “იმედის” გენ.დირექტორის პოზიციას 2020 წლის სექტემბრიდან იკავებდა.  დანიშვნიდან ერთ თვეში, “იმედის” ჰოლდინგის ყოფილი ჟურნალისტების საჩივრის საფუძველზე, “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” დაადგინა, რომ ლალიაშვილი მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია, რითაც მედიასაშუალების დატოვება აიძულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი