ახალი ამბები

ტვ პირველთან პოლიციაა მობილიზებული

7 ივლისი, 2021 • 999
ტვ პირველთან პოლიციაა მობილიზებული

ტვ პირველის შენობასთან ღამის 02.00 საათზე პოლიციაა მობილიზებული. როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს, პოლიციელებმა მათ უთხრეს, რომ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოძალადე ჯგუფები ტელევიზიის შენობასთან უნდა მივიდნენ.

ტელევიზიის შენობასთან ამჟამად პოლიციის ერთი მანქანა დგას, მიმდებარე ტერიტორიაზე კი, დაახლოებით 7.

“ჩვენ თვითინ დავიცავთ ჩვენს ტელევიზიას, ხელისუფლების იმედი არა გვაქვს”, – განაცხადა არხის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ტვ პირველის საგანგებო პირდაპირ ეთერში. ტელევიზიის შენობის წინ შეკრებილი არიან თანამშრომლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი