ახალი ამბები

ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოხსნეს

6 ივლისი, 2021 • 1451
ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ისევ ჩამოხსნეს

რუსთაველზე გამზირზე, პარლამენტის წინ,  მდუმარე აქცია დასრულდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდუმარე აქციის მონაწილეებიდან თითქმის აღარავინ რჩება.

რუსთაველის გამზირს ტოვებენ ძალადობრივი ჯგუფებიც, რომელთაც მდუმარე აქციის ჩაშლა კონტრაქციით სცადეს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ კორდონი გახსნა და ძალადობრივ ჯგუფებს პარლამენტთან მისვლის საშუალება მიეცათ, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და საქართველოს დროშა აღმართეს.

პარლამენტთან მდუმარე აქციაზე 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. გუშინ ძალადობრივი აქციის გამო თბილისი პრაიდმა “ღირსების მარშის” გამართვა ვერ მოახერხა. რუსთაველზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს.

ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები, რომელთა შორის მართლმადიდებელი მღვდლებიც არიან, დღესაც შეიკრიბნენ და მშვიდობიანი მდუმარე აქციის ჩაშლას ცდილობდნენ.

ისინი მდუმარე აქციის მიმართულებით ქვებს, ბოთლებსა და კვერცხებს ისროდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, რომელიც ორი აქციის მონაწილეებს შორის იყოს.

ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა.  თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავბული. ნეტგაზეთი ინფორმაციის მიღებას შსს-სგან ცდილობს.

ფოტო: ფორმულა

მასალების გადაბეჭდვის წესი