ახალი ამბები

შსს-ს ჯერ არავინ დაუკავებია ძალადობისთვის

5 ივლისი, 2021 • 1235
შსს-ს ჯერ არავინ დაუკავებია ძალადობისთვის

საპატრიარქოს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები დილიდან ძალადობენ ჟურნალისტებზე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისის პრაიდის” ოფისები, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არავინ დაუკავებია [15:30 საათის მონაცემებით].

უწყებამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, დაყწებულია გამოძიება ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზეც, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით.

ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი დაკავებულების შესახებ. უწყების პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სიახლეების შესახებ გვაცნობებენ.

 


5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი