ახალი ამბები

ჰომოფობიურ აქციაზე პირი ჟურნალისტებს მოპედით ეჯახება [ვიდეო]

5 ივლისი, 2021 • 3711
ჰომოფობიურ აქციაზე პირი ჟურნალისტებს მოპედით ეჯახება [ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიურ აქციაზე ერთ-ერთი სავარაუდო დემონსტრანტი ჟურნალისტებს მოპედით ეჯახება. ამის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია მაესტრო ავრცელებს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიურ აქციაზე ჟურნალისტებზე იძალადეს. ნეტგაზეთის რეპორტიორის ინფორმაციით,  შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე ოპერატორს. ისინი აქციიდან ჟურნალისტების გაძევებას ცდილობდნენ და რუსთაველის გამზირზე მისდევდნენ.

რამდენიმე გადამღები ჯგუფი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა. უცნობია, დააკავა თუ არა პოლიციამ ვინმე.

ძალადობრივი ჯგუფები, სულ მცირე, 20 ჟურნალისტს დაესხნენ თავს

მასალების გადაბეჭდვის წესი