ახალი ამბები

დაზიანება კომპლექსური აღმოჩნდა და ხარვეზის აღმოფხვრა ჯერ ვერ მოხერხდა — გაბუნია

4 ივლისი, 2021 • 821
დაზიანება კომპლექსური აღმოჩნდა და ხარვეზის აღმოფხვრა ჯერ ვერ მოხერხდა — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პორტალზე გარკვეული ხარვეზი გამოსწორდა, თუმცა რეგისტრაციის გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

“სინოფარმის” ახალი დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისის 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა იმუნიზაციის პორტალი booking.mov.gov.ge, რომლის მეშვეობითაც მოქალაქემ შესაბამისი დოზა უნდა დაჯავშნოს, გუშინ გაითიშა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა. დღეს, 4 ივლისს, დილიდან პორტალზე შესვლა შესაძლებელია, თუმცა რეგისტრაციისას ხარვეზებია.

“24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი, გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ბოლომდე ჯერ-ჯერობით ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა. ამდენად მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიიღებს. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ხარვეზების აღმოფხვრა, ამდენად ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე. როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, მოგახსენებთ. გუშინდელი ინფორმაციით, ტექნიკოსებმა რამდენიმე საათი მოითხოვეს იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო. როგორც ჩანს, დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა, ამდენად ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, რამდენ ხანში აღმოიხვრება ხარვეზი”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, რეგისტრაციის პორტალი ერთადერთი საშუალება არ არის და ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული 150 დაწესებულება “ხვალ-ზეგ გახსნიან თავიანთ ქოლცენტრს” და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, როგის დასაჯავშნად დარეკონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი