ახალი ამბები

მოქალაქეები “სინოფარმზე” ვერ რეგისტრირდებიან: პორტალი არ მუშაობს

3 ივლისი, 2021 • 1168
მოქალაქეები “სინოფარმზე” ვერ რეგისტრირდებიან: პორტალი არ მუშაობს

სინოფარმის” ახალი დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისის 12:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა იმუნიზაციის პორტალი booking.mov.gov.ge, რომლის მეშვეობითაც მოქალაქემ შესაბამისი დოზა უნდა დაჯავშნოს, ამ ეტაპზე[12:23] ისევ არ მუშაობს.

ვებგვერდზე შესვლისას მომხმარებელს ხვდება ტექსტი: “გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის”.

“ნეტგაზეთი” დაავადებათა კონტროლის ცენტრის(NCDC) პრესსამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა,  რამ გამოიწვია შეფერხება და როდის განახლდება ვებგვერდის მუშაობა, თუმცა პასუხი, ჯერჯერობით, ვერ მივიღეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მოგვაწვდიან.

ჩინური ვაქცინის მილიონი დოზა უკვე საქართველოშია. ეს ინფორმაცია პარასკევს გახდა ცნობილი.ამავე დღეს NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პარასკევს თქვა, რომ “სინოფარმის” ახალი დოზებზე რეგისტრაცია 3 ივლისიდან, ვაქცინაცია კი 5 ივლისიდან დაიწყება.

“ფაიზერით” 16 წელს ზემოთ მოსახლეობას ავცრით – გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი