ახალი ამბები

„ჯონსონ & ჯონსონის“ ვაქცინას 8-თვიანი იმუნიტეტი აქვს — კომპანია

2 ივლისი, 2021 • 3951
„ჯონსონ & ჯონსონის“ ვაქცინას 8-თვიანი იმუნიტეტი აქვს — კომპანია

კომპანია „ჯონსონ & ჯონსონი“ აცხადებს, რომ მისი წარმოებული ვაქცინა, სულ ცოტა, 8-თვიან იმუნიტეტს გამოიმუშავებს კორონავირუსის წინააღმდეგ და „ადეკვატურ დაცვას“ უზრუნველყოფს ვირუსის „დელტა“ შტამის წინააღმდეგაც.

ინფორმაცია კომპანიამ პირველ ივლისს გაავრცელა. „ჯონსონ & ჯონსონის“ წარმოებული კორონავირუსის ერთდოზიან ვაქცინას დიდი ბრიტანეთის წამლების მარეგულირებელმა გამოყენების ნებართვა ივლისში მიანიჭა.

არსებული მონაცემებით, ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების განვითარებისგან 85%-ით იცავს.

ამერიკულ-ბელგიური წარმოების ვაქცინას ასევე უკვე აქვს ევროპის წამლის სააგენტოს, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციები.

აღნიშნული ვაქცინა დაამზადა ბელგიურმა კომპანია “იანსენმა”. თავის მხრივ, იანსენის მფლობელია ამერიკული კომპანია „ჯონსონ & ჯონსონი“.

საქართველოში „ჯონსონი & ჯონსონის“ ვაქცინა შეტანილი არ არის და ჯერჯერობით, არც იგეგმება.

ქვეყანაში ამ დროისთვის აცრილია მხოლოდ 266 161 ადამიანი. ბოლო პერიოდში ვაქცინაციის პროცესი შეფერხებულია.

რატომ გაუქმდა „ასტრაზენეკაზე“ ჯავშნები – გამყრელიძის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი