ნეტგაზეთი | ფაიზერმა ისრაელს ვადაგასული ვაქცინების გამოყენების ნება არ მისცა ფაიზერმა ისრაელს ვადაგასული ვაქცინების გამოყენების ნება არ მისცა – Netgazeti
Batumelebi | RU

ფაიზერმა ისრაელს ვადაგასული ვაქცინების გამოყენების ნება არ მისცა

ამერიკულმა კომპანია ფაიზერმა ისრაელს ნება არ მისცა, გამოიყენოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მისი ვადის გასვლის შემდეგ. ივლისის ბოლომდე ისრაელში ვადა გასდის ფაიზერის 1.4 მილიონ დოზა ვაქცინას. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედიასაშუალება Israel National News ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ისრაელი საგანგებო რეჟიმში ცდილობს ვაქცინების სწრაფად გაცვლას ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ფაიზერის ვაქცინებს მოგვიანებით ელოდება. მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ ბრიტანეთმა, რათა სწორედ მათ გამოიყენონ ვადის გასვლას მიახლოებული ვაქცინები, სანაცვლოდ კი ბრიტანეთმა შემოდგომაზე დაუბრუნოს იგივე ოდენობის ვაქცინა მას შემდეგ, რაც ამერიკიდან მორიგ პარტიას მიიღებს.

ვადაგასული ვაქცინების გამოყენებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი ისაა, რომ აღნიშნული ვაქცინა ახლადშექმნილია და ჯერ შეუსწავლელია, თუ რა ეფექტი ექნება მის გამოყენებას ვადის გასვლის შემდეგ.

იმის გამო, რომ ვაქცინაციის პროცესი არ შეფერხდეს, ისრაელი მოქალაქეების აცრას მოდერნას 200 ათასი დოზა ვაქცინით აგრძელებს, რომელიც 18+ მოქალაქეების ასაცრელად გამოიყენება.

ბოლო პერიოდში ისრაელში კორონავირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება, დღიური, საშუალო 300 ახალი შემთხვევით. ჯამში, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებული 30-მდე მძიმე პაციენტია აღრიცხული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.