ახალი ამბები

“ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირ ალაინსს არ განვიხილავთ – გახარია

1 ივლისი, 2021 • 846
“ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირ ალაინსს არ განვიხილავთ – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსს გამორიცხავს. ამის შესახებ მან დღეს, პირველ ივლისს, ჟურნალისტებს განუცხდა.

“მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ პარტია “საქართველოსთვის” არანაირ ალიანსს “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ განიხილავას და ვერ განიხილავს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა და ახალი პოლიტუკური პარტია დააფუძნა, “ქართული ოცნების” წევრები გიორგი გახარიასა და “ნაციონალური მოძრაობას” შორის შესაძლო კავშირებზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი