ახალი ამბები

წალკაში “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

30 ივნისი, 2021 • 1361
წალკაში “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია “პირველის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, თავს მათ გამგებლის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაესხა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელიც მომხდარს ასახავს, ჩანს, როგორ აგინებს გოჩა აფრასიძე ტელეკომპანია “პირველის” ჯგუფს, ჟურნალისტს კი მიკროფონის ღრუბელს ესვრის. კონფლიქტში ტვ “პირველის” თქმით, ასევე მონაწილეობდნენ თავად გამგებელი და სხვა მოქალაქეები.

❗❗❗ თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე

❗❗❗ თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე
🆘🆘 წალკაში პირველების რეპორტიორ ნინო ელიკაშვილს და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს თავს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული არაფორმალური დაჯგუფება და მისი ლიდერი დაესხნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Wednesday, June 30, 2021

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების განცხადებით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის და 154-ე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით:

“მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით,” — აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი