ახალი ამბები

ფრესკების დაზიანება ახლაც გრძელდება – იუნესკოს ექსპერტები გელათზე

28 ივნისი, 2021 • 1408
ფრესკების დაზიანება ახლაც გრძელდება – იუნესკოს ექსპერტები გელათზე

იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში სახურავიდან წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანებული ფრესკები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ეს პროცესები ამ ეტაპზეც გრძელდება, თუმცა სწორი მიდგომების შემთხვევაში პროცესების შეჩერება შესაძლებელია. ამის შესახებ იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა გელათის დათვალიერების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

“ვფიქრობთ, რომ პრობლემების შექმნის მთავარი მიზეზი სახურავიდან მონასტრის შიგნით ჩასული წყალი იყო, რამაც მარილების მოძრაობა გამოიწვია კედლებში და დააზიანა საღებავი. სხვადასხვა ფენები გახდა ფხვიერი. ყველაზე სერიოზული დაზიანებები კი დასავლეთ ფრთაზეა, თუმცა დეგრადაცია და პრობლემა სხვაგანაც არის შექმნილი. ფრესკების დაზიანება ახლაც გრძელდება. სწორი მიდგომის შემთხვევაში ამ პროცესს შევაჩერებთ”, – განაცხადა იუნესკოს ექსპერტმა, ვინჩენცო ჩენტანიმ [“პირველი არხის” თარგმანი].

იუნესკოს კიდევ ერთი ექსპერტის, უგო ტონიეტის განცხადებით, მათი სურვილია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხარისხით ჩაერიონ და ისე გამოასწორონ გელათში არსებული მდგომარეობა, თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

ტონიეტის თქმით, პროცესების შესაჩერებლად ყველანაირი ნიმუში შეაგროვეს, რაც გადახურვაში გამოიყენებოდა და მათზე კვლევების ჩასატარებლად აღნიშნული ნიმუშები იტალიაში მიაქვთ.

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი