ახალი ამბები

დიდ დიღომში მოსახლეობამ სარეკრეაციო სივრცის დასაცავად აქცია გამართა

27 ივნისი, 2021 • 2643
დიდ დიღომში მოსახლეობამ სარეკრეაციო სივრცის დასაცავად აქცია გამართა

დღეს, 27 ივნისს, დიდი დიღმის მეორე მიკრო რაიონში მოსახლეობამ  მწვანე, ღია სივრცის დასაცავად საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აღნიშნულ ტერიტორიაზე დახურული სტადიონის აშენებას აპროტესტებენ, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს.

ისინი არსებული ადგილს სარეკრეაციო სივრცედ შენარჩუნებას ითხოვენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დახურული სტადიონი კი სრულ ფართობს აითვისებს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ თბილისის მერიასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

“წლებია, რაც დიდი დიღმის მოსახლეობა მწვანე ზონას ვითხოვთ, წლებია რაც აქციას- აქციაზე ვატარებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა თხოვნა და მოთხოვნა თბილისის მერიის მიერ  განუხილავი რჩება. მეორე მიკროში, კორპუსების შუაში, სადაც იგეგმება დახურული სტადიონის აშენება, უკვე დაწყებულია შემოღობვა და გაჩეხილია 41 ხე. ჩვენი ძალებით, მოსახლეობამ ორჯერ უკვე შევაჩერეთ ეს პროცესი. მოსახლეობის მოთხოვნაა სტადიონისთვის სხვა ტერიტორიის გამოყოფა ისევ დიდ დიღომში და კორპუსების შუაგულში არსებული ადგილს სარეკრეაციო სივრცედ შენარჩუნება”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დახურული სტადიონი პარკის ნაცვლად — დიდ დიღომში სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი