ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 953 პირი და გარდაიცვალა 11 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 073 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 101 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 585 ახალი შემთხვევა თბილისში და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი- 370,
- აჭარა – 39,
- იმერეთი – 64,
- ქვემო ქართლი – 44,
- შიდა ქართლი – 8,
- გურია – 0,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23,
- კახეთი – 23,
- მცხეთა-მთიანეთი – 2,
- სამცხე-ჯავახეთი – 12,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 522-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 266 პირი ემსხვერპლა და გამოჯანმრთელებულთა ა 349 658 ადამიანი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 572 საიდანაც. 2 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 161 პირი.







