ახალი ამბები

ჩვენ არ დავუტოვებთ რეგიონს სხვა აქტორებს — შალენბერგი სამხრეთ კავკასიის ტურნეს შეჯამებისას

26 ივნისი, 2021 • 941
ჩვენ არ დავუტოვებთ რეგიონს სხვა აქტორებს — შალენბერგი სამხრეთ კავკასიის ტურნეს შეჯამებისას

სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანაში ტურნეს შეჯამებისას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ რეგიონს სხვა აქტორებს არ დაუტოვებს. ამჟამად თბილისში მყოფმა ია წარმატებულად შეაფასა ვიზიტები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ის ამ ქვეყნებს რუმინელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ეწვია.

“ევროკავშირის სამი წარმომადგენლის ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის წერს 3 ქვეყანაში იყო პირველი ასეთი ტიპის ვიზიტი: პირველი ევროკავშირისთვისაც და იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც ვეწვიეთ. მაგრამ, ვფიქრობ, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი და მივაღწიეთ იმას, რისთვისაც ჩამოვედით.

ეს იყო ტურნე ნდობის მშენებლობისთვის. ეს გახლავთ უმთავრესი მისია, რომლითაც ჩვენ აქ ჩამოვედით. ასევე, აღნიშნული ვიზიტი არის ნათელი სიგნალი, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვიქნებით ჩართულნი და ერთგულნი რეგიონისადმი. ჩვენ არ დავუტოვებთ [ამ] რეგიონს სხვა აქტორებს.  ჩვენ გვინდა, შევქმნათ პოზიტიური დღის წესრიგი მთელი რეგიონისთვის”, — თქვა მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში 26 ივნისს, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით იმყოფებიან.

მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მათ ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი