ახალი ამბები

“იყავით მთავრობაში და არ წასულიყავით” – ღარიბაშვილი გახარიას გუნდელ დეპუტატებს

25 ივნისი, 2021 • 1951
“იყავით მთავრობაში და არ წასულიყავით” – ღარიბაშვილი გახარიას გუნდელ დეპუტატებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც დღეს პარლამენტში უსმენენ, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელების კითხვებს არ უპასუხა.

ღარიბაშვილმა გახარიას თანაგუნდელ დეპუტატებს, ანა ბუჩუკურსა და ბექა ლილუაშვილს, უთხრა, რომ მათ შეეძლოთ მთავრობაში დარჩელიყვნენ  და თავად გაეკეთებინათ განცხადებები იმ საკითხებზე, რაზეც კითხვები აქვთ.

“თქვენ იყავით მთავრობაში და შეგეძლოთ, გაგეგრძელებინათ და არ წასულიყავით”, – მიმართა გახარიას გუნდელებს ღარიბაშვილმა.

ანა ბუჩუკურმა ღარიბაშვილს ჰკითხა, როდის წარმოადგენდა მთავრობა პარლამენტში დასამტკიცებლად ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიას.

ბექა ლილუაშვილმა კი ღარიბაშვილს მიმართა, რომ ქვეყანას სჭირდება რეალური გეგმა და “არა 10-წლიანი ილუზიების შეთავაზება”, რომელსაც ის სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი