ახალი ამბები

ვფიქრობთ, როგორ გავხადოთ ანაკლიის პროექტი ინვესტორებისთვის კვლავ საინტერესო – თურნავა

25 ივნისი, 2021 • 1208
ვფიქრობთ, როგორ გავხადოთ ანაკლიის პროექტი ინვესტორებისთვის კვლავ საინტერესო – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტის სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე მუშაობს.

მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებით მთავრობის მიერ დაქირავებული კონსულტანტი შედეგს დაახლოებით 1 თვეში დადებს და ამის შემდეგ გამოჩნდება, რა ფორმით შესთავაზებენ მას ინვესტორს.

“ანაკლია ჩვენთვის სტრატეგიული პროექტია და სერიოზულად ვფიქრობთ, რომ მიუხედავად პოსტპანდემიური პერიოდისა, როგორ გავხადოთ ანაკლიის პროექტი ინვესტორებისთვის კვლავ საინტერესო.

ჩვენ ავიყვანეთ საერთაშორისო კონსულტანტი, რომელიც აკეთებს განახლებას 2015 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის და ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების, ბაზრის კვლევას.

დაახლოებით ერთ თვეში გვექნება შედეგი და ჩვენ დავინახავთ, რა ფორმით შეიძლება შევთავაზოთ ინვესტორებს”, – განაცხადა თურნავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი