ახალი ამბები

ბრალდებულებმა ბავშვი 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გააუპატიურეს – პროკურატურა

25 ივნისი, 2021 • 2347
ბრალდებულებმა ბავშვი 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გააუპატიურეს – პროკურატურა

სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი ასევე წარედგინა წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, [ბრალდებულებმა] დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს [ერთ-ერთმა ბრალდებულმა] დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. [ბრალდებულები] დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ”,-აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობითვე, ორივე ბრალდებული პოლიციამ 23 ივნისს დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე წარედგინა 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.
ბრალდება თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით უკვე მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი