ახალი ამბები

კომუნალურების სუბსიდირებაზე 2020 წელს 400 მილიონამდე ლარი დაიხარჯა — მთავრობა

25 ივნისი, 2021 • 897
კომუნალურების სუბსიდირებაზე 2020 წელს 400 მილიონამდე ლარი დაიხარჯა — მთავრობა

საქართველოს მთავრობამ მხოლოდ 2020 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის 383 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ მთავრობა თავისი პროგრამის შესრულების ანგარიშში წერს, რომელიც დღეს, 25 ივნისს გამოქვეყნდა.

მთავრობამ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყვიტა. კომუნალურები მთავრობამ იმ ოჯახებს გადაუხადა, რომლებიც 200 კვ.სთ-მდე ელექტროენერგიასა და 200 მ³ ბუნებრივი აირს მოიხმარდნენ თვის განმავლობაში.

კიდევ ერთი პროგრამა, რაც გასულ წელს მთავრობამ დაიწყო, 200 ლარის ყოველთვიური გადახდა იყო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც Сovid-19-ის გამო შემოსავალი შეუჩერდათ/შეუწყდათ. ანგარიშში წერია, რომ 2020 წელს ამ მიმართულებით 130 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო 2021 წელს ამ მიზნით გათვალისწინებული 150 მლნ ლარიდან, აპრილის ბოლოს მდგომარეობით, მიმართულია 100 მლნ ლარამდე.

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მთავრობამ განაცხადა, რომ 18 წლამდე ბავშვებს 200 ლარს გადაუხდიდა. ანაგარიშში წერია, რომ ამ ინიციატივაზე StopСov-ის ფონდში არსებული თანხაც 123 მლნ ლარი დაიხარჯა. ფონდში პანდემიის საწყის ეტაპზე სხვადასხვა კომპანია ფულს რიცხავდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ფონდში ფული ბიძინა ივანიშვილმაც გადარიცხა. ჯამში, ბავშვებისთვის 200 ლარის მიცემაზე თითქმის 188 მლნ ლარი დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი