ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის ჩატარებული კვლევის თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, პარტიების მხარდაჭერა შემდეგნაირად გადანაწილდებოდა:
- “ქართული ოცნება” — 25%;
- “ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია” — 19%;
- გიორგი გახარია, “საქართველოსთვის” — 10%;
- გიორგი ვაშაძე, “სტრატეგია აღმაშენებელი” — 3%;
- “ლელო” — 3%;
- შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტია” — 3%;
- დავით თარხან-მოურავი & ირმა ინაშვილი, “პატრიოტთა ალიანსი” — 2%;
- ზურაბ ჯაფარიძე, “გირჩი — მეტი თავისუფლება” — 2%;
- “გირჩი” — 2%;
- ლევან ვასაძე, “ერი” — 2%;
- გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” — 1%;
- ირაკლი ოქრუაშვილი, “გამარჯვებული საქართველო” — 1%;
- ელენე ხოშტარია, “დროა” — 1%;
- ალექსანდრე ელისაშვილი, “მოქალაქეები” — 1%;
- ნინო ბურჯანაძე, “ერთიანი საქართველო” — 1%;
- ანა დოლიძე, “ხალხისთვის” — 1%.
კვლევის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა 65% ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კვლავ “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმად, 17% კი — გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა, თბილისის მერის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას დასახელებულ სამ კანდიდატს შორის:
- კახა კალაძე — 32%;
- ნიკა მელია — 17%;
- გიორგი გახარია – 15%.
იმ შემთხვევაში, როცა რესპონდენტებს კონკრეტული პერსონების ნაცვლად, არჩევანის გაკეთება პოლიტიკური ძალების/გაერთიანების კანდიდატებს შორის უწევთ, შედეგები ასე ნაწილდება:
- გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი — 34%;
- “ქართული ოცნების” კანდიდატი — 30%;
- გახარიას პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატი — 13%.
პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში ექს-პრემიერი გიორგი გახარია ლიდერობს. მოსახლეობის 57% მის მიმართ დადებითადაა განწყობილი. გახარიას რეიტინგში მოსდევს თბილისის მერი კახა კალაძეს, რომლის მიმართაც დადებითადაა განწყობილი 50%, ხოლო ნიკა მელიას მოწონების მაჩვენებელი 47%-ია. გიორგი ვაშაძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს 43%-ს. თანაბარი 38%-იანი მოწონების მაჩვენებელი აქვთ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანა დოლიძეს.
“ფორმულას” თანახმად, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლის და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 — თბილისში, 700 — დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7-19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.