ფლორიდაში, მაიამი ბიჩთან, ქალაქ სერფასაიდში 12-სართულიანი შენობის ნაწილი 24 ივნისს, გამთენიისას ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლი გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში ამ დრომე ეძებენ 100-მდე ადამიანს.
1980 წელს აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში 130-ზე მეტი ბინა იყო განთავსებული, საიდანაც 55 ჩამოინგრა. მაშველებმა ათეულობით ადამიანი გამოიყვანეს შენობის იმ ნაწილიდან, რომელიც ჩამოშლას გადაურჩა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ნგრევა.