ახალი ამბები

პარლამენტის “მეფეთა დარბაზში” სპეციალური საფარი მხატვრობის გადასარჩენად მოეწყო — პრესსამსახური

24 ივნისი, 2021 • 1069
პარლამენტის “მეფეთა დარბაზში” სპეციალური საფარი მხატვრობის გადასარჩენად მოეწყო — პრესსამსახური

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს “მეფეთა დარბაზში” კედლის მხატვრობა დაზიანებული არ არის.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ვინაიდან ბოლო წლებში აღნიშნულ დარბაზს აქტიურად იყენებდნენ შეხვედრებისთვის, გაჩნდა კედლის მხატვრობის დაზიანების რისკი. სწორედ ამიტომ, კედელი სპეციალური, ნაჭრის შემცველი პანელებით დაიფარა. “მეფეთა დარბაზში” აღნიშნული საფარის მოხსნას იმ დროისთვის აპირებენ, როცა დარბაზს უფრო იშვიათი ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ.

“სამეფო დარბაზში” კედლის მხატვრობა გია ბუღაძემ 2002 წელს, პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას თხოვნით შეასრულა.

ინფორმაცია “მეფეთა დარბაზში” კედლის მხატვრობის დაფარვის შესახებ იურისტმა თათული თოდუამ პირად ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა და პარლამენტი მხატვრობის დაფარვისთვის გააკრიტიკა.

პარლამენტის “სამეფო დარბაზის” მხატვრობა

დამცავი პანელები “სამეფო დარბაზში”. ფოტო: თათული თოდუა

მასალების გადაბეჭდვის წესი