გარდაბანში ტბაში მაშველებმა ორივე მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ორივე ცხედარი იდენტიფიცირებულია.
არსებული ინფორმაციით, მაშველები 15 და 17 წლის მოზარდებს ხელოვნურ ტბაში რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.