ახალი ამბები

ერთადერთი გამოსავალი ფანჩატურში დაბრუნებაა – ნათელაშვილი პარტიებს მიმართავს

23 ივნისი, 2021 • 1162
ერთადერთი გამოსავალი ფანჩატურში დაბრუნებაა – ნათელაშვილი პარტიებს მიმართავს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალი პარტიების მიერ პარტლამენტის დატოვება და “ფანჩატურში დაბრუნებაა”.

“ახლა ერთადერთი გამოსავალი გახლავთ ფანჩატურში დაბრუნება, პარლამენტის დატოვება, კრიზის შექმნა ადგილობრივ არჩევნებამდე ისეთის, რომ ვერ გაბედოს [ქართულმა ოცნებამ] შედეგების გაყალბება, რომელიც ფაქტობრივად რეფერენდუმია, სადაც წყდება, ახალი არჩევნები ჩატარდება თუ არა, შეიცვლება თუ არა მთავრობა”, – განაცხადა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში სტუმრობისას შალვა ნათელაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი