პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ რეგისტრაციის თაობაზე.
მანამდე, “გირჩის” დარეგისტრირების საკითხს მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კომიტეტმა კონსულტაციების გამართვის შემდეგ მიიღო.
გირჩის” წევრები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიდნენ. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, სადაც „გირჩის“ პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილებოდა.
პარტია “მოქალაქეების” ინიციატივის საფუძველზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ორ დეპუტატსაც შეუძლია. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით და ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს ერთზე მეტი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება არ აქვთ.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ვინაიდან “გირჩის” სიით პარლამენტში გასული ზურაბ ჯაფარიძე ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების” ჯგუფს შეუერთდა, პარლამენტის რეგლამენტი “გირჩის” დანარჩენ წევრებს პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალებას არ აძლევდა.
ვრცლად წაიკითხეთ:
გირჩელები ზურა ჯაფარიძის გამო პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიან