საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორ კვირაში საქართველოში ერთი მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. თუმცა ჟურნალისტების დამატებით კითხვებს არ პასუხობს და აკონკრეტებს, რომელ ვაქცინაზეა საუბარი.
„ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა, ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, თქვენი ჯავშანი გაუქმებულია“ — ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება ასობით მოქალაქემ მიიღო, ვინც „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით უახლოეს დღეებში უნდა აცრილიყო.
ჯერჯერობით უცნობია დამატებითი დეტალები, კერძოდ, თუ როდის შეივსება მარაგი და ასევე, რა გახდა შეფერხების მიზეზი.