ახალი ამბები | , ,

მოქალაქეებს გაუუქმდათ “ასტრაზენეკას” მეორე დოზის ჯავშნები

22 ივნისი, 2021 | | 1041
მოქალაქეებს გაუუქმდათ “ასტრაზენეკას” მეორე დოზის ჯავშნები

„ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, თქვენი ჯავშანი გაუქმებულია“ — ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება ასობით მოქალაქემ მიიღო, ვინც „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით უახლოეს დღეებში უნდა აცრილიყო.

ჯერჯერობით უცნობია დამატებითი დეტალები, კერძოდ, თუ როდის შეივსება მარაგი და ასევე, რა გახდა შეფერხების მიზეზი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] პრესსამსახურში ნეტგაზეთს მხოლოდ ის უთხრეს, რომ ყველა მოქალაქე კუთვნილ დოზას საბოლოოდ მიიღებს, თუმცა, რა გახდა შეფერხების მიზეზი, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ვერ მივიღეთ.

გარდა მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა, ჯავშნები გაუქმდა სპეციალურ საიტზე – booking.mog.gov.ge-ზე, სადაც მოქალაქეები ვაქცინისთვის რეგისტრირდებოდნენ. ვაქცინაციისთვის განკუთვნილ ცხელ ხაზზე [15 22] მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ დამატებითი დეტალები კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ საკოორდინაციო საბჭოზე გახდება ცნობილი, რომელიც დღეს უნდა ჩატარდეს.

პასუხს ველოდებით ასევე ჯანდაცვის სამინისტროსგანაც. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

განახლება:

რატომ გაუქმდა „ასტრაზენეკაზე“ ჯავშნები – გამყრელიძის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი