ახალი ამბები

გუმათთან რკინის ჯებირების დემონტაჟს ვიწყებთ – შსს

17 ივნისი, 2021 • 755
გუმათთან რკინის ჯებირების დემონტაჟს ვიწყებთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათთან დადგმული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებენ. ამას გარდა, შსს აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში კვლავ დარჩებიან.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს”,-აცხადებენ შსს-ში.

12 ივნისს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ მთავრობასთან და რიონის ხეობის მცველებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ უკვე მომავალი კვირისთვის დავინახავათ მთავრობისა და პოლიციის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც პროტესტის საკუთარ უფლებას იყენებენ, თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემთ“.

ვარლამ გოლეთიანმა კი თქვა, რომ პირობის თანახმად, პარასკევისთვის, 18 ივნისისთვის, შესაბამისმა უწყებებმა უნდა აიღონ რიონის ხეობაში განთავსებული ბარიკადები.

მასალების გადაბეჭდვის წესი