ახალი ამბები

მესიმ ნონა გაფრინდაშვილს თავისი ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა

17 ივნისი, 2021 • 2161
მესიმ ნონა გაფრინდაშვილს თავისი ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა

ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღესთან დაკავშირებით არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ თავის ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. ნონა გაფრინდაშვილი 3 მაისს 80 წლის გახდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ქართველ ჩემპიონს მაისური ესპანურენოვანი წარწერით გამოუგზავნა: ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!

“ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, გილოცავ დაბადების დღეს — ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიკვიის ადგილს დაიკავებს” ,— ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.

როგორც ჭადრაკის ფედერაცია აცხადებს, ნონა გაფრინდაშვილი წლებია, ბარსელონას და მესის ქომაგობს, რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო. სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი