ახალი ამბები

“რა ქნას, მოშივდა საბრალოს” – სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე

17 ივნისი, 2021 • 1477
“რა ქნას, მოშივდა საბრალოს” – სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს მისი გაკრიტიკების გამო პასუხობს და ამბობს, რომ ვაშაძისთვის მისი ლანძღვა “ფულის კეთების ყველაზე ადვილი მეთოდია”.

“რა ქნას, მოშივდა საბრალოს. რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? — სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით, ივანიშვილის საქართველოში… არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორემ მერე გაჭირდება ეგ ამბავი”, — წერს სააკაშვილი.

გუშინ, 16 ივნისს, გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში თქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” განვითარების პერსპექტივა არ აქვს, რადგან სააკაშვილს, “რომელიც საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს”, არ უნდა, ლიდერობის შესაძლებლობა დაინახოს.

“ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც. ვფიქრობ, ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა, რომ მას შევცვლიდი. მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, მინდოდა, რომ სხვანაირი ყოფილიყო მისი როლი, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ეს”, — განაცხადა ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი