ახალი ამბები

ისრაელს ახალი პრემიერი ჰყავს – ნეთანიაჰუს 12 წლიანი მმართველობა დასრულდა

13 ივნისი, 2021 • 1540
ისრაელს ახალი პრემიერი ჰყავს – ნეთანიაჰუს 12 წლიანი მმართველობა დასრულდა

ისრაელში  ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა დასრულდა. დღეს 13 ივნისს, პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომელსაც ნაფტალი ბენეტი უხელმძღვანელებს, თუმცა შეთანხმების მიხედვით მას 2023 წლისთვის იაირ ლაპიდი ჩაანაცვლებს. ახალი პრემიერი 49 წლის ბენეტი თავდაცვის ყოფილი მინისტრია.

შეთანხმების თანახმად, მმართველობის 4 წლის განმავლობაში, პირველი 2 წელი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი იქნება, ხოლო ბოლო ორი წერლი — იაირ ლაპიდი.

გარდა ბენეტისა და ლაპიდის პარტიებისა, კოალიციურ მთავრობაში კიდევ 6 პარტია შედის, რომლებიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იდეოლოგიურად. კოალიციაში შედის არაბული პარტია “რაამიც”.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომლის პარტიამ “ლიკუდმა” 23 მარტს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, სხვა პარტიებთან შედარებით, ხმათა ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა მას კოალიცია კიდევ ერთხელ შეექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი