ახალი ამბები

“აიპლუსის” გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

13 ივნისი, 2021 • 749
“აიპლუსის” გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მაღაზია “აიპლუსის” გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ 2004 წელს დაბალდებული პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 11 ივნისს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „აიპლუსის“ ფასადზე დამონტაჟებული მინის ვიტრინა ჩაამსხვრია და მაღაზიიდან ტელეფონები მოიპარა.
პოლიციამ ბრალდებული  შიდა ქართლში დააკავა. “ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ამოღებულია ​ნივთმტკიცებად. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,”-აცხადებენ შსს-ში.

ბრალდება 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “აიპლუსის” წარმომადგენელმა 11 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზარალი დაახლოებით 90 ათას ლარს შეადგენს, თუმცა ზუსტი რიცხვი ზუსტდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი