ახალი ამბები

Iplus: მაღაზიიდან 90 ათასამდე ლარის ტექნიკა მოიპარეს

11 ივნისი, 2021 • 940
Iplus: მაღაზიიდან  90 ათასამდე ლარის ტექნიკა მოიპარეს

მაღაზია Iplus აცხადებს, რომ თბილისში ჭავჭავაძის ფილიალი გაქურდეს, წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკის ნაწილი.

როგორც Iplus-ის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან ამბობს, მაღაზიას გაუტეხეს ვიტრინა და მიუხედავად ჟალუზის არსებობისა, მაინც წაიღეს ტექნიკა. მათივე ცნობით, ზარალი დაახლოებით 90 ათას ლარს შეადგენს, თუმცა ზუსტი რიცხვი ზუსტდება.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი