ახალი ამბები

2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა – მინისტრი

11 ივნისი, 2021 • 755
2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა – მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პანდემიის გავლენა 2020-2021 წლის ბიუჯეტზე 7 მილიარდ ლარს აჭარბებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას ხუციშვილმა ასევე თქვა რომ გასული წლის ბიუჯეტში გადასახადებიდან შემოსავლების დანაკლისმა თითქმის 2 მილიადი შეადგინა, ჯანდაცვის ხარჯები კი მილიარდამდე გაიზარდა.

“ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე, გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები. მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, გაგვეყვანა პოსტპანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდამდე, რათა მათ იოლად შეძლებოდათ აღედგინათ სრული სიმძლავრეები. გადასახადების დანაკლისმა 1.9 მილიარდი შეადგინა; ჯანდაცვის ხარჯებმა -0.9 მილიარდი; ბიზნესის მხარდაჭერამ – 3 მილიარდი ლარი; მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა 1.3 მილიარდი; ჯამში, 2020-2021 წლების ბიუჯეტს პანდემია 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი