ახალი ამბები

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მე-2 მოსმენით მიიღეს

11 ივნისი, 2021 • 993
პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მე-2 მოსმენით მიიღეს

პარლამენტმა 80-ხმით, 27-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა.

ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება.

ამასთანავე, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის წინა სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

მიღების შემთხვევაში კანონი 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.

“ოცნების” კანონპროექტი ლეიბორისტებს დაფინანსების გარეშე ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი